საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსირობინზონ მარგველანი გარდაცვლილ ზვიად გამსახურდიას სახეზე ორი ნატყვიარის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც მარგველანმა დღეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ახლად გარდაცვლილი პრეზიდენტი პირველად სწორედ მან ნახა და არა სხვებმა, კერძოდ, სოსო ფორიამ ან თენგიზ კიტოვანმა, რომლებიც ორი ნატყვიარის შესახებ იძლევიან ჩვენებებს.
მარგველანის თქმით, კიტოვანი იმ პერიოდში არა საქართველოში, არამედ მოსკოვში იმყოფებოდა, სოსო ფორია კი გამსახურდიების ოჯახიდან "ორჯერ იყო გაგდებული". შესაბამისად, მარგველანი ხაზგასმით აცხადებს, რომ ნატყვიარის ოდენობასთან დაკავშირებით ამ ადამიანებზე მეტად, სწორედ მას დაეჯერება.
რობინზონ მარგველანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას ერთი ნატყვიარი ჰქონდა და მან თავი მოიკლა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"