დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პოლიციის განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა.
შსს-ს ინფორმაციით, შენობა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნეს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის მესამე განყოფილება კუკიისა და სვანეთის უბნის დასახლებას მოემსახურება.
"პოლიციის განყოფილება ოთხი თვის განმავლობაში შენდებოდა და გამჭვირვალეა არამარტო ფასადით, არამედ თავისი საქმიანობითაც. წლის ბოლემდე თბილისში აშენდება და ფუნქციონირებას დაიწყებს პოლიციის ხუთი ახალი გამჭირვალე შენობა",- აღნიშნავენ შსს-ში.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია. 2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონებში ააშენა და აამოქმედა პოლიციის განყოფილების ათი ახალი შენობა, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და გამჭვირვალეა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"