თბილისში 8 ოქტომბერს აქტუალური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი დისკუსიებისა და დებატების კლუბი "ფრონტლაინ ჯორჯია" გაიხსნება.
კლუბის სტუმრები ჟურნალისტებთან ერთად საჯარო მოხელები, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები იქნებიან.
როგორც კლუბის ხელმძღვანელმა ციცი დალაქიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კლუბი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ბაზაზე იარსებებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს.
"კლუბის ყველა ღონისძიება საზოგადოებისთვის ღია იქნება. გაიმართება დისკუსიები, დებატები, დოკუმენტური ფილმების ჩვენებები, გამოფენები და მასტერკლასები. კლუბს საკუთარი ბიბლიოთეკაც ექნება", _ განაცხადა დალაქიშვილმა.
"ფრონტლაინ ჯორჯია" ლონდონის ცნობილი მედია კლუბის "ფრონტლაინის" პარტნიორია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"