განხილვა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ განთლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სტანდარტების განხილვას დაესწრებიან მასწავლებლები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სტანდარტების საბოლოო ფორმულირებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრებს ესწრებიან ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები. ;
შეხვედრა კახეთის რეგიონში უკვე გაიმართა. შემდგომი შეხვედრები ქუთაისსა და გორში ჩატარდება.
საგნობრივი სტანდარტების დამტკიცების შემდეგ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ვალდებულნი იქნებიან,სასწავლო პროცესი ერთიანი სატანდარტების შესაბამსიად წარმართონ.;