უახლოეს მომავალში ე.წ. "სახელმწიფო მაკლერები" გაჩნდებიან

უახლოეს მომავალში ე.წ. "სახელმწიფო მაკლერები" გაჩნდებიან. "სახელმწიფო ქონების" შესახებ კანონში ე.წ. "მესამე პირის" ტერმინის დაზუსტება ხდება. კერძოდ, მათ პრივატიზების ინიცირების უფლება ექნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, მესამე პირს, რომელსაც ექნება ინფორმაცია რეგიონში, რომელიმე სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველის შესახებ, შეეძლება იმ ობიექტის პრივატიზების ინიცირება მოახდინოს.

კერძოდ, "მესამე პირი", იქნება პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველ პირთა მოძიებას და პრივატიზების გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას. ასეთ ქმედებას "მესამე პირი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოახდენს და ამისთვის, გასამრჯელოსაც აიღებს.

კანონპროექტით, მესამე პირი, ძირითადად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზების ინიცირებას მოახდენენ. ინიცირების წესი კი, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში