ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის იუბილეს აღნიშნავენ

ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, დღეს ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის 352 წლის იუბილეს აღნიშნავენ .

ღონისძიებებს, რომელიც ბოლნისსა და სულხან-საბას მშობლიურ სოფელ ტანძიაში მთელი დღის განმავლობაში იმართება, საქართველოს ჩოხოსანთა კავშირის თავმჯდომარე გოგი დოლიძე და ათამდე ჩოხოსანი, იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, მწერალი რეზო მიშველაძე, ბოლნისისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

საზეიმო ღონისძიებებში კი მონაწილეობენ იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის მოსწავლეები, ჩოხოსანთა კავშირის წევრები, ბოლნისის ფოლკლორული ანსამბლები.

როგორც ჩოხოსანთა კავშირის თავმჯდომარე გოგი დოლიძემ განაცხადა, ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულხა-საბა ორბელიანის დაბადების დღეს მის მშობლიურ მხარეში 4 ნოემბერს, ყოველ წელს ტრადიციულად აღნიშნავენ, რადგან ნამდვილად არ შეიძლება იმ უდიდესი ღვაწლის დავიწყება, რაც სულხან-საბამ თავისი ქვეყნის გადარჩენისათვის გასწია.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში