;ჟურნალი Forbes-ის მიერ დასახელებულ მსოფლიო მილიარდელთა სიაში ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა.
;როგორც “Forbes”-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ივანიშვილი მსოფლიოს 793 მილიარდელს შორის 191 ადგილს იკავებს.
ჟურნალის ცნობით, ბიძინა ივანიშვილს 3,2 მლრდ აშშ დოლარის წმინდა კაპიტალი; აქვს, რუსეთის მოქალაქეა, ბიზნესმენის საცხოვრებელი ადგილად კი საქართველო, სოფელი ჭორვილაა დასახელებული.
ამასთან, ჟურნალის აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მილიარდელთა სია ერთ წელიწადში 1 125-დან 793-მდე შემცირდა.;
მიუხედავად 18 მლრდ აშშ დოლარის დანაკარგისა, პირველ ადგილს მილიარდელთა სიაში; ამერიკელი ბილ გეითსი იკავებს, 40 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალით; მეორე ადგილზე კი ამერიკელი ვორენ ბაფეტია, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილზე იმყოფებოდა. მისი კაპიტალი 25 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და 37 მლრდ-ს შეადგენს. ტოპსამეულში კვლავ ინარჩუნებს ადგილს მექსიკელი კარლოს სლიმ ჰელუ, რომლის ქონება 35 მლრდ აშშ დოლარია.
;რაც შეეხება ივანიშვილის საქმიანობას, “Forbes” აღნიშნავს, რომ მან ბიზნეს იმპერიის მშენებლობა 1990 წელს პარტნიორ ვიტალი მალკინთან ერთად დაიწყო, როდესაც “როსიისკი კრედიტბანკი” დაარასა. ეს ჯერაც ყველაზე დიდი ჰოლდინგია. მას აქვს, ასევე, ინტერესები სასტუმროებისა და სააფთიაქო ქსელებში. მოსკოვში აშენებს; სასტუმრო კომპლექსს, რომელიც 2011-2012 წლებში უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ივანიშვილის ინტერესებშია ხელოვნება - აუქციონზე პიკასოს და თანამედროვე ხელოვან პიტერ დოინგის ნამუშევრები შეიძინა.
;
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"