მიმართ ევროპის ინტერესი იზრდება. ამის თობაზე სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა დღეს ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.;
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციისადმი ინტერესს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბათუმის სამიტში სუამ-ის ორი არაწევრი სახელმწიფოს, პოლონეთისა და ლიტვის; პრეზიდენტები; ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი მონაწილეობენ.
ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველო სუამ-ში თავმჯდომარეობის პრეიოდში პრიორიტეტულ მიმართულებებად ჩამოაყალიბებს პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურებას, კონფლიქტების დარეგულირებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის გაძლიერებას,;; სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.
~საქართველოს თავმჯდომარეობა ამ ორგანიზაციაში დამაიმედებლად იწყება და დარწმუნებული ვართ, რომ; ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით წინ წავიწევთ~, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.;
სუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტების სამიტი დღეს ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში" გაიმართება.