"The Los Angeles Times" - ირანის ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, "უკანა ეზოში" მეგობრების პოვნის განწირულ მცდელობას ჰგავს

ამერიკული "The Los Angeles Times"-ის მტკიცებით, ირანის ახალი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართ მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ევროპის, აშშ-ს და რუსეთის სანქციები ემუქრება, "უკანა ეზოში" მეგობრების პოვნის განწირულ მცდელობას ჰგავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ათწლეული თეირანი კავკასიის იგნორირებას ახდენდა და ორიენტირებული იყო მუსულმანურ სამყაროზე, არაბულ ქვეყნებზე და შუა აზიაზე და შედეგად ის კავკასიის საჭადრაკო დაფის გეოპოლიტიკური თამაშიდან ამოვარდა, სადაც თურქეთი და რუსეთი დომინირებდნენ.

`სანქციებითა და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებით შეშინებული ირანი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ახალ ურთიერთობებს აყალიბებს, აფართოებს სავაჭრო ურთიერთობებს და იმედოვნებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აშშ-ს ბაზების არ განლადგებიან და ის ამ რეგიონში თავის გავლენას გააძლიერებს, - აღნიშნავს გაზეთი.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა თბილისს ჰესის მშენებლობაში დახმარებას დაპირდა, თბილიში საკონსულო გახსნა და საქართველოში 15 ათასი ტურისტი გაგზავნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩო ირან-საქართველოს ურთიერთობების დათბობაზე, ჯერ არანაირ კომეტარს არ აკეთებს და შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ ირან-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საქართველოს იმპორტის მხოლოდ 1%-ს შედგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის ვიზიტის ფარგლებში, გაიხსნა ირანის გენერალური საკონსულო და ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება გაფორმდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას