ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს წიგნების სერიის "ილიას ბიბლიოთეკა" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნების სერია "ილიას ბიბლიოთეკა" "კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ 2010 წელს შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით.
სერიის პირველი ათი წიგნი"ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ გამოცხადებული კონკურსის - "დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში" ფარგლებში გამოიცემა.
"კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ შექმნილი წიგნების თემატიკა მე-19 - მე-20 საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სამეცნიერო ნაშრომებს, პუბლიცისტურ წერილებს და მხატვრულ ნაწარმოებებს მოიცავს. თითოეულ წიგნს შესავლის სახით დართული აქვს თანამედროვე ავტორების - ისტორიკოსების, ფილოსოფოსების, მწერლების - სტატიები, რომლებიც მკითხველს წიგნების სიღრმისეულ გააზრებაში დაეხმარება.
წიგნების სერიის "ილიას ბიბლიოთეკა" I ტომი ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს და გამოიცემა სახელწოდებით "ილია" (შესავალი გიგი თავზაძის); II ტომი - ივანე ჯავახიშვილს (შესავალი გიგა ზედანიასი); III ტომი _ სრულიად საქრთველოს კათოლიკოს პატრიარქებს (შესავალი ლევან გიგინეიშვილისა); IV ტომი _ დიმიტრი ყიფიანს (შესავალი რატი ამაღლობელისა); V ტომი _ არჩილ ჯორჯაძეს (შესავალი ლევან ღამბაშიძისა); VI ტომში დაბეჭდიალია "სტატიები ემიგრაციაში გამოცემული გაზეთებიდან" (შესავალი დათო ტურაშვილისა); VII ტომში იბეჭდება - "ნოე რამიშვილი" (შესავალი ლაშა ბუღაძისა); VIII ტომში _ `ნიკო ნიკოლაძე~ (შესავალი ზაზა შათირიშვილისა); IX ტომში - "იაკობ გოგებაშვილი" (შესავალი სიმონ ჯანაშიასი); X ტომში "ვაჟა ფშაველა" (შესავალი - აკა მორჩილაძისა).
"კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" ილიას სახლმწიფო უნივერისტეტის კურსდამთავრებულებმა: ლევან ღამბაშიძემ, მარიამ დალაქიშვილმა და ნათია ჯიბლაძემ 2010 წლის 2 თებერვალს დაარსეს. ორგანიზაციის ძირითად მიზანს საზოგადოებაში წიგნიერების განვითარება წარმოდგენს. "კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" საგანმანთებლო, კვლევით და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"