"ეროვნული ფორუმი" ხელისუფლებასთან უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება

"ეროვნული ფორუმი" ხელისუფლებასთან უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება

"ეროვნული ფორუმი" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს "ფორუმის" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ იმიტომ მიიღო, რომ არსებობს ზაზა ჩაკვეტაძის პრობლემა.

როგორც მელაშვილმა აღნიშნა, ისინი საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში და გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიურად ჩაერთვებიან, ხოლო პარტიებს, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან, "ეროვნული ფორუმის" მანდატი ექნებათ.

ეროვნული ფორუმის~ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტისას დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.