კონტროლის პალატა დონორებსა და პარტნიორებს შეხვდება

კონტროლის პალატა დონორებსა და პარტნიორებს შეხვდება

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხვალ საქართველოს კონტროლის პალატის დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე კონტროლის პალატასთან ერთად სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებს განიხილავენ და შეაფასებენ. კერძოდ, იმსჯელებენ ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაზე, კონტროლის პალატის აუდიტორთა ეთიკის კოდექსზე, შიდა და გარე კომუნიკაციების პოლიტიკაზე.

ასევე, წარმოდგენილ იქნება 2010–2012 წლების განახლებული სტრატეგიული გეგმა, რათა დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და სფეროები გამოიკვეთოს.

შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" 11.00 საათზე, დაიწყება.