ყველას გელოდებით ამერიკაში, ოღონდ ყველა ერთად არ ჩამოხვიდეთ, - ამ სიტყვებით რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მიმართა .
იაკობაშვილმა მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა, ერთობლივად გაწეული სამუშაოსთვის.
როგორც მან აღნიშნა, ერთი ადამიანის წარმატება შეუძლებელია, თუ მას მთელი გუნდი არ უჭერს მხარს.
"კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თუ ჩვენი მიმართულებით რაიმე წინსვლა იყო, ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა და იმედი მაქვს, რომ ასეთივე თანამშრომლობა გაგრძელდება ჩემს ახალ ინკარნაციაში, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამას და ყველას გელოდებით ამერიკაში, ოღონდ ყველა ერთად არ ჩამოხვიდეთ", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
თემურ იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. მის კანდიდატურას პარლმენტი უახლოეს ხანში განიხილავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"