ბუდისტების სულიერი ლიდერი, დალაი ლამა XIV 6 თვეში, შესაძლოა, პენსიაზე გავიდეს. ინფორმაციას იტალიურ გაზეთზე "La Stampa" დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო "ნიუსრუ.ქომ" ავრცელებს.
განცხადება პენსიაზე გასვლის შესახებ 76 წლის დალაი ლამამ ერთ-ერთი ინდურ ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
იტალიური გაზეთი წერს, რომ ინტერვიუში დალაი ლამამ განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის საკითხს საბოლოოდ ტიბეტის პარლამენტი გადაწყვეტს. პარლამენტიც, დალაი ლამას მსგავსად, დევნილობაშია და ინდოეთის ჩრდილოეთით, ქალა დჰარამსალეში მდებარეობს.
"ახლა მას უნდა პენსიაზე გასვლა და სამშობლოში დაბრუნება, როგორც კერძო პირს უნდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რამდენად მისცემენ ჩინელები პროტესტის ცოცხალ სიმბოლოს ლჰასის ქუჩებში თავისუფლად სიარულის უფლებას", _ წერს "La Stampa".
ბუდისტების სულიერი ლიდერი ჩინელების მიერ ოკუპირებული ტიბეტიდან 1959 წელს გაიქცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"