გიორგი გეგეჭკორი - რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს

დღეს დაგეგმილ სახალხო კრებასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს.

ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსთაველის გამზირის ჩაკეტვის შემთხვევაში, ბუნებრივია, შეფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა. აქვთ შესაბამისი გეგმა და საპატრულო პოლიცია სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს.

დღეს პარლამენტის წინ, 15:00 საათზე დაგეგმილია წარმომადგენლობითი სახალხო კრება. ორგანიზატორები კრებაზე 15 000-ზე მეტი მოქალაქის მისვლას ვარაუდობენ.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით, გაფრთხილებულია თბილისის მერიაც.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში