ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიორგი ჩიტაიას მემორიალური კაბინეტი გაიხსნება

გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 120 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხვალ, 13:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია "მუზეუმის ისტორია". გაიხსნება ასევე ჩიტაიას მემორიალური კაბინეტი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტო, ვიდეო და საილუსტრაციო მასალები, ასევე, გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი და მის მიერ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეკრებილი სპილენძის, თიხის და ხის ექსპონატები.

ცნობილმა ქართველმა ეთნოგრაფმა გიორგი ჩიტაიამ 1940 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრა დააარსა და შექმნა პირველი სალექციო კურსი ზოგად ეთნოგრაფიაში. მას 100-ზე მეტი გამოკვლევა აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც მისი შრომების ხუთტომეულშია თავმოყრილი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეთნოგრაფთა და არქიტექტორთა ოცდაათწლიანი საველე და თეორიულ-კვლევითი სამუშაოები, ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლების ძიება-შერჩევა და კლასიფიკაცია, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია ცის ქვეშ დაარსება. 1987 წლიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი მის სახელს ატარებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ახალი წიგნი - "საქართველო - ტრადიცია, რწმენა, ხელოვნება" (ავტორები: ზურაბ წერეთელი, თამილა ცაგარეიშვილი, ინგლისურ ენაზე); გიორგი ჩიტაიას ბიბლიოგრაფია, ასევე შვიდი წიგნი სერიიდან – ქართველი ხალხის ტრადიციული კულტურა (ავტორები: თინა ოჩიაური, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი, ირაკლი სურგულაძე, ლია მელიქიშვილი, ნანა ხაზარაძე).

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას