ვანო მერაბიშვილმა "ენვერის" დეტალები "კომერსანტ-ვლასტს" უამბო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა "კომერსანტ-ვლასტისთვის" ინტერვიუში ქართულ-რუსულ ჯაშუშურ სკანდალზე ისაუბრა.

მინისტრი საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე რუსეთისადმი და დეტალურად ყვება რუსული აგენტურული ქსელი გაშიფვრის შესახებ.

თუმცა, მერაბიშვილის თქმით, რუსეთში აქამდე არავის სჯერა, რომ ისინი სინამდვილეში აგენტები იყვნენ.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ? მინისტრი პასუხობს - სოციალურ ქსელებში რუსეთში საქართველოს ყოფილი საელჩოს მძღოლის, სკრილნიკოვის შვილმა განაცხადა, რომ მამამისს სპეცსამსახურებთან საერთო არაფერი აქვს.

ქართველი მინისტრის განცხადებით, ეს შვილი მუშაობდა "გრუ"-ს ოფიცრის მძღოლად, რომელიც ოფიციალურად იყო მიმაგრებული ბათუმის რუსულ სამხედრო ბაზაზე.

"მათ ჰყავდათ, ასევე, "ფე-ეს-ბე"-ს თანამშრომლებიც, ისევე, როგორც ყველა სამხედრო ბაზაზე და ეს ახალგაზრდა, სკრილნიკოვი იქ მძღოლად მუშაობდა. მითხარით, შეძლებს იქ მძღოლად მუშაობას ადამიანი, რომელსაც არაფერი აკავშირებს "გრუ"-სთან ? მე შემიძლია მყავდეს მძღოლი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შტატში არ ირიცხება? და ამ სკრილნიკოვის ძმა ცხინვალში სამშვიდობოების შტაბში მუშაობდა. ოჯახის ორი წევრი "გრუ"-ს თანამშრომელია და მათთან თანამშრომლობას მამა ვერ შეძლებდა?", - აღნიშნავს მინისტრი.

მერაბიშვილის თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს. "ჩვენ მათ ყოფილი ოფიცერი მივუჩინეთ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს "გრუ"-ში არაოფიციალურად მუშობდა. ის დაგვეხმარა ჩვენ სხვა აგენტებთან დაკავშირებაში", - აცხადებს მერაბიშვილი.

ჟურნალისტს მინისტრი უდასტურებს, რომ "ენვერი" სწორედ იმ პირის მეტსახელი იყო, რომელიც მათ აგენტურული ქსელის გაშიფვრაში დაეხმარა.

"ეს ადამიანი გადაიბირეს რუსებმა, გადაიყვანეს უკრაინის გავლით რუსეთში, მისცეს ინსტრუქციები, მონაცემების დაშიფვრის პროგრამა, წარუდგინეს მოკავშირეები, რომელთათვისაც უნდა გადაეცა ინფორმაცია და გამოგზავნეს უკან საქართველოში. ამ ადამიანმა ინფორმაციის გადაცემის არხებთან დაკავშირებული ყველა კოდი და გვარი მოგვცა. სწორედ ამ არხებით გავედით აგენტურულ ქსელზე, რის შედეგადაც აგენტების ნაწილი დავაპატიმრეთ, ნაწილი – არა", - აღნიშნავს მერაბიშვილი.

ჟურნალისტი ინტერესდება, როდის დაიწყო სპეცოპერაცია "ენვერზე" მუშაობა და უკავშირდება თუ არა ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომის პერიოდს. მინისტრი ამბობს, რომ ოპერაციის მზადება გასულ წელს დაიწყო.

"კოდების მეშვეობით გავშიფრეთ ძველი მონაცემები, რომლებსაც ჩვენ თავად ვერ შევძლებდით და მთელი ქსელი აღმოვაჩინეთ. ჩვენ გავხსენით ერთი თემა, შემდეგ მეორე და ასე - ჯაჭვურად. ეს ტექნიკის საქმეა. სიმართლე გითხრათ, ის შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყო, ვიდრე იყო სინამდვილეში. მიმაჩნია, რომ ჩემმა რუსმა კოლეგებმა არაპროფესიონალურად იმუშავეს", - ამბობს მერაბიშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ დასჭრიდათ გასაშიფრად მთელი წელი, მინისტრი პასუხობს, რომ ისინი შედარებით გაძლიერდნენ.

"საბჭოთა "კაგებეშნიკები" საბჭოთა კავშირის დაშლას არ პროგნოზირებდნენ, თუმცა ამის აღკვეთა ვერ შეძლეს. და ახლა ორი-სამი ადამიანის დახმარებთ უზარმაზარ აგენტურულ ქსელზე გასვლა ძალიან რთულია. ქსელი ძალიან დიდი იყო. რისთვის დასჭირდათ ჰყოლოდათ 5-6 მფრინავი ერთ საჰაერო დანაყოფში, ეს ხომ დიდი რისკია", - ამბობს მერაბიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა