დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო

ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს.

ტრენინგის მიზანია ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სასწავლო პროცესში უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა. ტრენინგის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკის სწავლების მეთოდების გაცნობას და მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებას. გადამზადებულ მასწავლებლებს გადაეცემათ ოქსფორდის აკადემიის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები და მეთოდური მასალები. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემა.

მსგავსი ტრენინგები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მიმდინარე წელს 600-მდე მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად