ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე უფასო იურიდიული მომსახურება 2013 წლისთვის გადაიდება.
ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განმარტა, მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარება 2011 წლიდან უნდა ამოქმედებულყო, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მისი თქმით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის საქმეებზე გამახვილდეს და ძალისხმევაც აქეთკენ იყოს მიმართული, რადგან ამ მიმართულებით უფრო მეტი საჭიროება არსებობს.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარების ამოქმედებას ეს, საკანონმდებლო ცვლილებით, 2013 წლამდე გადაიწევს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"