აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საზოგადოებას მოქვის სახარების გადასარჩენად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საზოგადოებას მოქვის სახარების გადასარჩენად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილებიდან აცნობეს.

უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ქართული საზოგადოება ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს მოქვის სახარების გადასარჩენად და ამ მიმართულებით მოძრაობა უკვე დაიწყო.

კერძოდ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოქვის სახარების გადასარჩენად და მისი რელიგიური, მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით შეხვედრებს მართავს საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან. ამ მიზნით, საბჭო ხვალ, ბარბარობის დღესასწაულზე, მეცნიერთა ერთ ჯგუფს და საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს უმასპინძლებს და მოქვის სახარების პრობლემატიკის გარშემო მსჯელობას გამართავს.

ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა მოქვის ტაძარი, სადაც 1300 წელს სახარების უნიკალური ხელნაწერი გადაიწერა.

მოქვის სახარება ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებით და მრავალფეროვანი ორნამენტებით არის გაფორმებული. 7 საუკუნის წინანდელი ქართული ისტორიული და რელიგიური რელიქვია დღეს განადგურების პირასაა. ფურცვლოვანი ოქრო და საღებავები იშლება, ცვივა და ქრება უნიკალური მინიატურები.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად