ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" შექმნეს

ქართული საზოგადოების ცნობილმა სახეებმა "საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა" შექმნეს. მოძრაობის პრეზენტაცია დღეს "კინოს სახლში" გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ოფისი იქნება .

პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ახალი ორგანიზაციის მხარდამჭერები გია გაჩეჩილაძე ("უცნობი"), დიმიტრი ჯაიანი, სოსო მანჯავიძე, ზურაბ მანჯავიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ბიძინა გეგიძე. მოძრაობას "ობიექტივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით თარხან-მოურავი უხელმძღვანელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით თარხან-მოურავმა განუცხადა, ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით დეკლარაციას ხელი 80-მდე ცნობილმა ადამიანმა მოაწერა, მათ შორის ჯემალ სეფიაშვილმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა. მისი თქმით, ორგანიზაციაში ყველა ცნობილი ადვოკატი, უფლებადამცველი და ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები შედიან.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, წინააღმდეგობის მოძრაობაში ერთიანდებიან არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და ეს მოძრაობა იქნება პოლიტიკოსების გარეშე. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაცია ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ აქტიურ საქმიანობას დაიწყებს, შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც სადღეღამისო რეჟიმში მოახდენენ რეაგირებას არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით და გავლენ შემთხვევის ადგილზე. მოხდება დარღვევების გადაღება ვიდეო-კამერით. მათ ოპერატორების გარდა ეყოლებათ ჟურნალისტებიც, ასევე აპირებენ გაზეთების გამოცემას, რომელიც უფასოდ დარიგდება.

ორგანიზაციაში შეიქმნება ასევე სახალხო ობმუდსმენის ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც ლალი აფციაური იქნება. სახალხო ომბუდსმენის ინსტიტუტში იქნებიან ადვოკატებიც, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას მოახდენენ.

რაც შეეხება დაფინანსებას, დავით თარხან-მოურავის მტკიცებით, ისინი ორგანიზაციას პირადი ხარჯებით დააფინანსებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის