(იხილეთ ვიდეო) ნიუ-იორკის მეტროში მძინარე მგზავრს თავს ვირთხა დაესხა .
მღრღნელის თავდასხმის ამსახველი კადრები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა პოპულარულ ვებგვერდებზე გავრცელდა. ვიდეომასალაში კარგად ჩანს მოზრდილი ვირთხა, რომელიც ჯერ მეტროს ვაგონში დარბის, შემდეგ კი ერთ-ერთ მძინარე მგზავრს სახეზე ააცოცდება.
ვიდეომასალის გავრცელებას უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები. როგორც ამერიკული გამოცემა "Time NewsFeed"-ი იუწყება, ზოგიერთი ეჭვობს, რომ სცენა დადგმულია, თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ გასულ ღამეს გადაღებული კადრები "შოკისმომგვრელი" და ნიუ-იორკის მცხოვრებთათვის შეურაცხმყოფელია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"