"ქართული დასი" ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

"ქართული დასი" დასაქმების პრობლემის გადაჭრის მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს .

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, დასაქმების პრობლემას იწვევს არა მხოლოდ სამუშაო ადგილების არარსებობა, არამედ ხშირ შემთხვევაში, მისი მოძიებისა და დამსაქმებლისთვის საკუთარი შესაძლებლობების სწორი მიწოდების არცოდნა.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, ბაღათურიას განცხადებით, "ქართული დასის" ახალგაზრდული ფრთა იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით "როგორ დავსაქმდეთ".

პროექტის ფარგლებში, სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი ჩაატარებს ტრენინგებს, სადაც ნებისმიერ მსურველს დასაქმებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების ათვისება უფასოდ შეეძლება.

ტრენინგების ციკლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: პირველი – სამსახურის მოძიების საშუალებები, მეორე – როგორი უნდა იყოს ეფექტური ჩV, როგორ უნდა დაიწეროს სამოტივაციო წერილი და გასაუბრების წესები დამსაქმებელთან.

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, რომ ჯგუფებში ჩაწერის მიზნით, უახლოეს დღეებში "ქართული დასის" ოფისს მიაკითხონ.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე