სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით, ყოფილი "შარდენ-ბარის" წინ, დღეს მისი მეგობრებიდა ნათესავები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
ბარის წინ მათ სიმბოლურად სანდრო გირგვლიანის ფოტოები გამოფინეს და დაანთეს სანთლები, რის შემდეგაც გაიხსნეს სანდრო გირგვლიანი, გამოთქვეს პროტესტი მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით და ისაუბრეს იმ ვერსიებზე, რომლებიც მათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე აქვთ.
ისინი მიიჩნევენ, რომ საქმე დღემდე არ არის გამოძიებული და დამნაშავეები არ დასჯილან. მკვლელობიდან ხუთი წლის შემდეგ გირგვლიანის ადვოკატები ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო მათ სასარგებლო განაჩენს გამოიტანს.
სანდრო გირგვლიანის ახლობლები და მეგობრები დილით მის საფლავზეც იმყოფებოდნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"