უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილედ თამარ კინწურაშვილი დაინიშნა . როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოში განუცხადეს, კინწურაშვილი თანამდებობაზე მუშაობას დეკემბრიდან შეუდგა.
თამარ კინწურაშვილმა მოადგილის პოსტზე ირაკლი ფორჩხიძე უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციის შემდეგ შეცვალა. ფორჩხიძე, ტყეშელაშვილის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გადასვლისას, სამუშაოდ მის უწყებაში გადავიდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე თამარ კინწურაშვილს ეთნიკური უმცირესობების და ინტეგრაციის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეკავა.
გიგა ბოკერიას, კინწურაშვილის გარდა, სამი მოადგილე ჰყავს. ესენი არიან ლევან დუჩიძე, თორნიკე სურმანიძე და ბათუ ქუთელია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"