ტენდერი პარლამენტის შენობის "A" კორპუსის ორი ოთახის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე, ასევე, შენობაში ჩასატარებელი სხვადასხვა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებსა და ოთხკამერიანი პროფილისაგან დამზადებული მეტალოპლასტმასის კარებისა და ფანჯრების მოწოდება-მონტაჟზე გამოცხადდა.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო კომისიას საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები 1 აგვისტოს 12:00 საათამდე უნდა წარუდგინონ. სამუშაოები კი არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა დაასრულონ.