ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-დღიანი სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამყრელიძე შეხვედრებს გამართავს სენატში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო ადმინისტრაციაში; ექნება რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის - ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერ ეროვნულ ფონდში (NED).
დავით გამყრელიძის მოხსენების მთავარი თემა იქნება "დემოკრატიის კრიზისი და სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა საქართველოში."