საქართველოს მოდერნიზაციაზე ფართო დისკუსიები ჩვენს საზოგადოებაშიც აუცილებელია

რუსეთის მოდერნიზაციის სავარაუდო სცენარების შესახებ თბილისში რუსი, ამერიკელი, გერმანელი, თურქი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ესტონელი ექსპერტების მონაწილეობით გამართული სემინარის შთაბეჭდილებებზე `ინტერპრესნიუსი~ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, გასულ კვირას თბილისში რუს ექპერტთა მონაწილეობით რუსეთში მიმდინარე პროცესების ანალიზსა და იმას, რეალურად ტარდება თუ არა რუსეთში მოდერნიზაციული პოლიტიკა და თუ როგორ აისახება იგი კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე სემინარი მიეძღვნა. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები სემინარის მსვლელობისა და რუსეთში ვითარების შეფასების მცდელობაზე...

- რუსეთის საზოგადოებაში, პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ბევრს საუბრობენ რუსეთის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე. მოდერნიზაცია პრეზიდენტ მედვედევის მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი და ამოცანაა. ამ დევიზით მოვიდა იგი ხელისუფლებაში და ქვეყნის მოდერნიზაციას თავის მთავარ პოლიტიკურ კრედოდ თვლის. რუსეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ ამ პროცესის მიმართ დიდი ინტერესია არა მხოლოდ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუ რა გზით წავა და როგორ განვითარდება რუსეთი. ჩამოყალიბდება ის ნორმალურ, ცივილიზებულ, ევროპული ყაიდის ქვეყნად, თუ იმ გზას აირჩევს, სადაც მეზობლებმაც და მსოფლიომაც რუსეთის მხრიდან კვლავ საფრთხე უნდა იგრძნონ. ეს თემა არა მხოლოდ ექსპერტებისთვისაა აქტუალური, არამედ მათთვისასაც, ვინც ხელისუფლებაშია.

- იმ რუს ექპერტთა აზრით, ვინც თბილისის სემინარში მიიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში რუსეთის მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის ალბათობა საკმაოდ დაბალია...

- იმაზე, თუ რა ხდება რუსეთში და როგორ ხედავენ ამ ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს, ჩვენ სემინარში მონაწილე ყველა ექსპერტის ანალიზის მოსმენის საშუალება გვქონდა. რუსეთის მოდერნიზაციის პერსპექტივებზე მათი აზრი მართლაც საკმაოდ თავშეკავებულია ან პესიმისტური..

- რუსი ექსპერტის ანდრეი რიაბოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთში კიდევაც რომ დაიწყოს ქვეყნის რეალური მოდერნიზაცია, ამას 10-15 წელი დასჭირდება, მაგრამ, მოდერნიზიზაციის შემდეგ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის გაძლიერებას შეეცდება. დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს `თავისუფალი ცურვისათვის~ 10-15 წელი აქვს, ხოლო შემდეგ მოდერნიზირებული რუსეთისაგან კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უნდა ელოდეს...

- ვიმეორებ, არანაირი "გარანტია" რუსეთში მოდერნიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისა რუს ექსპერტებს ჩვენთვის არ მოუციათ. საერთო აზრია, რომ პუტინის მმართველობის პერიოდი ქვეყნის მოდერნიზაციის თვალსაზრისით ფაქტობრივად დაკარგული დროა. ამ კუთხით ქვეყანას რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამს. როცა რუსეთს ენერგორესურსების ექპორტიდან ძალიან დიდი შემოსავლები ჰქონდა, სწორედ ამ პერიოდში შეეძლო ხელისუფლებას მოდერნიზაციული პოლიტიკის გატარება. რუს ესპერტთა დასკვნა ასეთია: ახლა მოდერნიზაცია კიდევ უფრო რთული იქნება, ვინაიდან დღეისათვის რუსეთს ამის რესურსები ბევრად ნაკლები აქვს. ანუ, მოდერნიზაციისათვის საუკეთესო დრო დაიკარგა. თუმცა, ისეთმა აზრმაც გაიჟღერა, რომ რუსეთი ისტორიულად მოდერნიზაციის აუცილებლობას მაშინ ხედავს, როცა ის დიდი პოლიტიკური ან სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

ექსპერთა საერთო აზრია, რომ რუსეთის ხელისუფლება ვიწრო რაკურსში ხედავს მოდერნიზაციის განხორციელების გეგმას. უმთავრესად, მათი ხედვა ქვეყნის ტექნიკურ გადაიარაღებას და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლებას უკავშირდება. ანუ, რუსეთის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციას ხელისუფლება რეალურად არ გეგმავს. ექსპერტებიც ამაში ხედავენ მთავარ წინააღმდეგობას. რუსეთში მოდერნიზაციის განხორციელებისათვის მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა საკმარისი არ არის. საჭიროა ძირეული ცვლილებები როგორც ეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე პოლიტიკურ სისტემაში და, რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერებაში.. მოდერნიზაცია უნდა შეეხოს საგარეო პოლიტიკასაც, რადგან რაც თქვენ ახსენეთ, ანუ იმპერიული მიდგომა და მოძველებული ტერმინოლოგია ("გავლენის სფეროები", "განსაკუთრებული ინტერესების სფერო" და სხვა,) მე-19 და მე-20 საუკუნეების აზროვნებაა.

რუსეთი უნდა მოეშვას გავლენის სფეროების ძიებას და თავის თავს უნდა მიხედოს. ასეთი მაგალითიც კი იქნა მოყვანილი, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის სხვაობებზე მეტყველებს. ჩინეთი ეკონომიკურად რუსეთზე 4-ჯერ მეტია, მოსახლეობით 8-ჯერ, მაგრამ ჩინეთს არავის ინტეგრირება, თუნდაც მონგოლეთის, აზრადაც არ მოსვლია. ჩინეთი პოლიტიკური ზეწოლით გავლენის და ბუფერული ზონების შექმნას არ ცდილობს და მთლინად არის კონცენტრირებული ქვეყნის კეთილმოწყობასა და მოდერნიზაციაზე, ამიტომაც არის იგი უფრო წარმატებული, ვიდრე რუსეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში კვლავ საბჭოურ კრიტერიუმებით ზომავს თავის წარმატებებს.

- ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენა ევროკავშირის უმოქმედობაზე ესტონელი ექსპერტის აჩთო ლოშჯაკასის გამოთქმული საყვედური. ლოშჯაკასის მტკიცებით, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებში საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა, ევროკავშირი თავისი უმოქმედობით პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდას უწყოფს ხელს და რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების `უკან დაბრუნების ალბათობა არსებობს~. რამდენად საფუძვლიანია ესტონელი დიპლომატის პროგნოზი?

- საყვედური სრულებითაც არ არის საფუძველს მოკლებული. რეალობა ის გახლავთ, რომ ევროკავშირს რთული დრო დაუდგა. მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს, რის გამოც პოლიტიკური პრობლემებიც სახეზეა. ასე რომ, გარე სამყაროზე და სამეზობლოზე მისი გავლენის რესურსები საკმაოდ შეზღუდულია. რაც შეეხება რუსეთს, ექპერტთა აზრი ასეთია: რუსეთი მაღალი ცივილიზაციური სტანდარტის ქვეყანა რომ იყოს, მაშინ მისი გავლენის ქვეშ მოხვედრა ნაკლებად სახიფათო იქნებოდა. ქვეყნები, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევიან, ემსგასებიან იმას, რასაც დღეს რუსეთის მოდელი ჰქვია.

- აშშ და რუსეთი დიდი სახელმწიფოებია და გასაკვირია არა, რომ ვაშინგტონი კრემლთან თანამშრომლობის სურვილს ავლენს. როგორც ამერკელი ექსპერტის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანის ტობი გატის საუბრიდან გაირკვა, აშშ მზადაა არამოდერნიზებულ რუსეთთანაც მჭიდროდ ითანამშრომლოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი სულაც არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოიქცევა დასავლეთის დახმარებით მოდერნიზირებული, ან სულაც არამოდერნიზირებული, მაგრამ უკვე ეკონომიკურად მომძლავრებული რუსეთი?

- აშშ თანამშრომლობდა სტალინისა და ბრეჟნევის საბჭოთა კავშირთან და ეს გასაკვირი არ არის. ისეთი ქვეყანა, როგორც აშშ-ა, მსოფლიოში არსებულ რეალობებს ითვალისწინებს. აშშ რუსეთთან ყოველთვის თანამშრომლობდა და ითანამშრომლებს. თუ ამ თანამშრომლობაში რაღაც პოზიტიური ელემენტები გაჩნდება, ამერიკელები ამას მიესალმებიან. ამერიკელმა სტუმარმა იმას გაუსვა ხაზი, რომ ბოლო წლებში ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობებში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.

თუ კაცი მოინდომებს, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში პოზიტივის დანახვა მართლაც შეიძლება. ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ახალ დიდ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის შეზღუდვის სფეროში. რუსეთმა ასევე გაამჯობესა ურთიერთობები ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებთან და პოლონეთთან. რუსეთი კატეგორიულად არ ითხოვს ყირგიზეთის ხელისუფლებისაგან ამერიკელებთან სამხედრო თანამშრომლობას. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ სერიოზულ და შემაშფოთებელ მოვლენებზე, რომელთა ყველაზე ნათელი მაგალითი 2008 წლის აგვისტო გახლდათ. რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაში კვლავ რჩება დებულებები, რომლებიც ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელია, რუსეთი კვლავ ეპოტინება პოსტსაბჭოთა სივრცეს და ა.შ.

- ვიკილიქსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2009 წელს პუტინმა მოსკოვში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს რასმუსენს ნატო-ს დაშლა მოსთხოვა. სხვა თემაა, თუ რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ვიკილიქსი, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთში არა აქვთ გაცნობიერებული, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში დასავლეთი და აშშ ერთად დაამარცხა. ბატონო ზურაბ, რა ხდება, მსოფლიოში ახალ რეალობასთან გვაქვს საქმე თუ რაშია საქმე?

- არა მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებას რეალურად მიაჩნდეს ნატოს დაშლა. პირიქით, მოსკოვმა გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა ალიანსთან თანამშრომლობის გაფართოებისათვის, რაც მისასალმებელია. ამასთანავე, დასავლეთს გაცნობიერებული აქვს, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ, თუკი რუსეთს აქვს მოდერნიზაციის სურვილი, ამას დადებითად აფასებენ, რადგან მოდერნიზებული, ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირებული რუსეთი სჯობია, ვიდრე რევიზიონისტული სახელმწიფო. ამ თვალსაზრისით, რუსეთის გათანამედროვება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია, რადგან ჩვენ მეზობლები ვართ და საერთო ენის გამონახვა, ადრე თუ გვიან, მაინც მოგვიწევს.

- ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა შეაზანზარა მსოფლიო. მუბარაქი კი გადადგა, მაგრამ არავინ იცის თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები არაბულ ქვეყნებში და როგორ აისახება იგი დღევანდელ მსოფლიოზე?

- არაბულ სამყაროში ეგვიპტე უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. ის, თუ საით წავა ეგვიპტე, ამაზე ბევრად არის დამოკიდებული არაბული სამყაროს მომავალი. როგორც ჩანს, ეგვიპტეში სამხედროების მიერ ხელისუფლების ხელში აღება ყველასათვის მისაღები ვარიანტია, როგორც ოპოზიციისათვის, ასევე დასავლეთისა და ეგვიპტის მეზობლებისთვის. ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს მასტაბილიზებელ ძალად მიიჩნევენ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია. თუკი ეგვიპტე ამას მოახერეხებს, მაშინ ალბათ ამ მიმართულებით შეიცვლება მთელი არაბული სამყარო. მაგრამ, თუ ერთი სახის დიქტატურა მეორე სახის დიქტატურით შეიცვლება, ეს არაბული სამყაროს რადიკალიზაციას შეუწყობს ხელს. ეს ჯერ არ ჩანს, მაგრამ საფრთხე რეალურია.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს შიდაპოლიტიკაში არსებულ მიმდინარე პროცესებს და რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ჩვენ გლობალიზებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განვითარებული პროცესები გარკვეულწილად ჩვენზეც აისახება. ამიტომ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოდერნიზაციაზე დისკუსიები ჩვენს საზოგადოებაშიც არის საჭირო. რუსეთისა არ იყოს, ჩვენც ბევრი დრო დავკარგეთ, გასულ საუკუნეში მთლიანად მოვწყდით ცივილიზებულ სამყაროს.

ბევრი პრობლემა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით, არის იმის შედეგიც, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არა აქვს ნათელი წარმოდგენა მოდერნიზაციის აუცილებლობაზე. ამიტომ, ამ თემის განხილვაში, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი უნდა ჩაერთოს. ეს მხოლოდ ხელისუფლების საქმე არ არის.

მე პირდაპირ პარალელს ვერ გავავლებდი საქართველოს, ტუნისსა და ეგვიპტეს შორის. შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად სხვადასხვა ვითარებაა, მაგრამ არის ისეთი ნიშნები, რაც ძალიან საგულისხმოა. ეს არის სოციალური პრობლემატიკა, შემდგომი დემოკრატიზაციის აუცილებლობა. და რაც მთავარია, საზოგადოების მიერ გააზრებული ქვეყნის მოდერნიზაციის აუცილებლობა.

- თქვენი აზრით, რამდენად არის მზად ხელისუფლება სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად და ქვეყნაში დემოკრატიზაციის გაღრმავებისათვის?

- საქართველოს რესურსები შეზღუდულია. შეუძლებელია სწრაფად მოსახლეობის ცხოვრების დონის კარდინალური გაუმჯობესება, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ხდებოდეს. ამასთანავე, სოციალური სამართლიანობისა და უსამართლობის განცდა საქართველოში ძალიან ძლიერია. ამიტომ, მოსახლეობა უნდა ხედავდეს, რომ საერთო გაჭირვება ხელისუფლებასაც ეხება და ემჩნევა.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა