ეკა ტყეშელაშვილი - უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ტერორიზმიც აისახება

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ლოგიკური ნაბიჯია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩვენ საფრთხეების შემაფასებელი დოკუმენტი მივიღეთ. ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო, რომელიც უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, მთლიანობაში უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებული მთელი ციკლია.

"ეს ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა, რამდენადაც ქვეყნის უსაფრთხოების გარემო 2008 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში იმ მხრივ მაინც, რომ უკვე ღიად შეიძლება ყველაფრისთვის სახელის დარქმევა", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი კონცეფცია იქნება ფუნდამენტურად განსხვავებული წინა კონცეფციისაგან.

"2005 წელს პირდაპირ იმის თქმა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენდა, არ ხდებოდა იმ იმედით, რომ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლებოდა და სამშვიდობო პროცესის ფარგლებში მოგვარდებოდა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე მაშინაც აქტუალურად იდგა. 2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა ღია აგრესია განახორციელა და დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%, ნათელია, რომ ასეთ კონცეფციაში ცალსახად უნდა იყოს აღნიშნული ის საფრთხე, რასაც რუსეთის პოლიტიკა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე თქმით, კონცეფციის ფუნდამენტური ცვლილებები სწორედ ამ კუთხით მოხდება, თუმცა უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში აისახება სხვა საკითხებიც.

"მათ შორის არის ტერორიზმი და სხვა გლობალური ტიპის საფრთხეები, რომლებიც საქართველოს გარკვეულწილად შეეხება", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

პარლამენტი დღეს უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში ცვლილებების შეტანის მექანიზმებზე მსჯელობს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით