საპარლამენტო კომიტეტებში ქსნის მე-7 საპყრობილეში დაბინძურებული სასმელი წყლის საკითხზე იმსჯელეს

სასჯელაღსრულების მინისტრსა და სახალხო დამცველის აპარატს ქსნის მე-7 საპყრობილეში დაბინძურებული სასმელი წყლის ექსპერტიზის განსხვავებული შედეგები აღმოაჩნდათ.

;აღნიშნულ პრობლემაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრეს.

;სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქსნის მე-7 საპყრობილეში სასმელი წყლის ექსპერტიზის მიხედვით წყალი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. დიმიტრი შაშკინის თქმით კი, ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მისი სისტემის ინიციატივით ჩატარდა, ნათქვამია, რომ სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის საშიში არაა.

;შაშკინმა დასძინა, რომ იგივე წყალს მოიხმარს არა მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულება, არამედ მთელი ქსნის მოსახლეობა. პრობლემები კი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ნარჩენები ჭაში ჩაყარა და კანალიზაციის სისტემა დაზიანდა. მისივე განცხადებით, ქსნის მე-7 საპყრობილეში სასმელი წყლის პრობლემა სრულყოფილად მას შემდეგ მოგვარდება, როცა მთელს ქსანში განხორციელდება რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრთან უკვე განიხილება.

;კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ და სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმ ექსპერტიზის ბიუროების დასახელებისგან თავი შეიკავეს, რომელთაც განსახვებული დასკვნები დადეს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს