”მეფის” ტრიუმფი ”ოსკარზე”

”მეფის” ტრიუმფი ”ოსკარზე”

ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს გადაცემის 83-ე ცერემონიაზე პრიზი წლის საუკეთესო ფილმისთვის ბრიტანულ ნამუშევარს "მეფის სიტყვას" გადაეცა . "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც ამავე ფილმის რეჟისორს ტომ ჰუპერს ერგო, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოც ფილმში ბრიტანელი მონარქის გეორგ VI-ის როლის შესმრულებელს კოლინ ფიორტს გადაეცა.

ფილმი, რომლის გაქირავების შედეგად კინოკომპანიამ 230 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, "ოსკარის" 12 კატეგორიაში იყო წარდგენილი.

ცოტა ხნის წინ "მეფის სიტყვამ" რამდენიმე პრესტიჟული კინემატოგრაფიული პრემია მიიღო, მათ შორის ბრიტანული კინემატოგრაფიული და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის ჯილდოც.

წლევანდელი "ოსკარი" წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ნატალი პორტმანმა მიიღო, რომელმაც დარენ არონოვსკის "შავ გედში" ბალერინას როლი შეასრულა.

ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევრისთვის მიიღო მსოფლიო საფიფნანსო კრიზისზე გადაღებულმა ნამუშევარმა "შინაგანი საქმე". ჯილდოს მიღების დროს ფილმის ავტორმა ჩარლზ ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე საფინანსო კრახში დამნაშავე არც ერთი ბანკირი ციხეში არ ჩაუსვამთ.

ჯილდოები საუკეთესო სპეცეფექტებისათვის, ოპერატორული ნამუშევრისათვის, მონტაჟისა და ხმისთვის მიიღო ქრისტოფერ ნოლანის "დასაწყისმა", "სოციალურ ქსელს" კი "ოსკარი" საუკეთესო საუნდტრეკისთვის, ადაპტირებული სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვის ერგო.

ვიდეო

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს