სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ .
კომპანიის ინფორმაციით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე და "იმედი ელის"" გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე დღეს უნივერსიტეტის რექტორ მანანა სანაძეს და სტუდენტებს შეხვდებიან.
"იმედი ელის" ორგანიზებით, უნივერსიტეტში 3 კვირის განმავლობაში უახლესი აპარატურით კვალიფიცირებულმა ექიმებმა სტუდენტებს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარეს, რის შედეგადაც, 90 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე აქციის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "იმედი ელი" ლაბორატორია "მრჩეველში" დეტალურ ჰორმონალურ კვლევას უზრუნველყოფს. აქცია 5 მარტს დასრულდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"