თბილისი-მოსკოვი-ბერნი

თბილისი-მოსკოვი-ბერნი

თბილისი და მოსკოვი კომპრომისს შვეიცარიაში ეძებენ. თემა - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება; ინიციატორი – მოსკოვი; შეხვედრის ადგილი - ქალაქი ბერნი.

ბერნი ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც ეს საკითხი განიხილება. პარალელურად, მოსკოვში ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ხვდება. The New York Times-ი წერს, რომ ბაიდენის მოსკოვური შეხვედრების თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაც იქნება.

ვმო-ში, აშშ-სთან ერთად, მოსკოვს ევროპაც ეპატიჟება. ევროკავშირთან მოლაპარაკებები რუსეთმა გასულ წელს დაასრულა. დღეის მდგომარეობით, მოსკოვს ვაჭრობის ორგანიზაციაში ინტეგრაციისთვის მხოლოდ საქართველოს თანხმობა სჭირდება - რუსეთი ქართულ "კი"-ს 1993 წლიდან ელოდება.

მოსკოვის მიწვევით და ძველი პირობებით ქართული დელეგაცია უკვე ბერნშია. მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებულ საბაჟო-გამშვებ პუქტებზე ქართველი მებაჟეების დაშვება – ეს თბილისის პირობაა.

~მთავარი საქართველოსთვის ტვირთების კონტროლია, ხოლო საკითხი, ვინ გააკონტროლებს ტვირთებს - მოლაპარაკების საგანი. ჩვენი მიზანია ყველა იმ ტვირთის მონიტორინგი, რომელიც შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე"- ამბობს BBC-ისთან ინტერვიუში ქართველი დეპუტატი გიორგი კანდელაკი. InterPressNews.Ge

უცნობია ოფიციალური მოსკოვის პოზიციები. შეხვედრის დღესაც კი, რუსული მედია ამ საკითხზე არაფერს წერს. BBC კი, სერგეი მარკედონოვის პოზიციას აქვეყნებს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მოთხოვნებს, კომპრომისი მიუღწეველი იქნება. ქართველი ექსპერტები დიალოგის დაწყებაზე მოსკოვის ინიციატივას რუსეთის კომპრომისს უკავშირებენ. რა იქნება ეს კომპრომისი, უცნობია.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიები. ~ახალი მემარჯვენეები~ ამბობენ, რომ საქართველომ მოლაპარაკებისას აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზე უნდა გაკეთოს.

დავით გამყრელიძის თქმით, საქართველომ უნდა მოითხოვოს, რომ რუსეთმა მოხსნას საკუთარ ბაზარზე ქართული პროდუქციისთვის დაწესებული ოფიციალური თუ არაოფიციალური ემბარგო, გააუქმოს შეზღუდვები საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლაზე, გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის არის გამარტივებული საქართველოს ვიზების მიღება.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, "ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ტრადიციული ბაზრის დაბრუნება რუსეთში, რომელიც აშკარა პოლიტიკური ნიშნით დღემდე დაბლოკია და მეორე - საბაჟო საზღვრები ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს გარკვეული. ომის შემდეგ შექმნილი მდგომარეობის გამო, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენი მებაჟეების იქ განთავსება რეალური იქნება, ამიტომ მთვარობამ კონფლიქტურ ზონებში აპრობირებულ საერთაშორისო მექანიზმებზე უნდა იფიქროს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კი, მოლაპარაკებების დაწყებამდე პროგნოზირებს, რომ საქართველოს მოთხოვნები არ შესრულდება. ნოღაიდელი ხელისუფლებას მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყებას ურთიერთობების აღდგენაზე ურჩევს.

InterPressNews.Geბერნის შეხვედრა კამათის საგანი გახდა საქართველოს საკონმდებლო ორგანოში.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას სთავაზობს, ვმო-ში რუსეთის გაწერვიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია არც ძალიან ხისტი იყოს და არც ძალიან დამთმობი.

გიორგი თარგამაძემ კოლეგებს შეახსენა, რომ თავის დროზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინეს წინადადებები ვმო-ში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით.

ამ წინადადებების დეტალებზე თარგამაძეს დღეს არ უსაუბრია და განაცხადა - საქართველოს უნდა ჰქონდეს არც ზედმეტად ხისტი და არც ზედმეტად დამთმობი პოზიცია საიმისოდ, რომ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები.

"აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, საბაჟო საზღვრების ზუსტი დადგენა და კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, მათ შორის მოლდოვას პრეცედენტის გათვალისწინებით. InterPressNews.Geისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნა, ფსოუზე იქნება თუ როკის გვირაბზე ქართველები მესაზღვრების ჩაყენება, შეიძლება, გამოიყურებოდეს არარელაურად და მზად უნდა ვიყოთ კომპრომისული ნაბიჯების გადასადგემელად, რომელიც წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს ჩვენს ეროვნულ ინტერებთან" – განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ საქართველსო მხრიდან არ უნდა იყოს დათმობის და ვაჭრობის საგანი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნება.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ხელისუფლების "ჭრელო პეპელას" მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობას საყვედურობს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უმცირესობის ლიდერის, გიორგი თრაგამაძის განცხადებას ურმავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა.

ბობოხიძეს "კარგად ესმის" ოპოზიციის, რადგან წლების განმავლობაში თავადაც ოპოზიციაში იყო, მაგრამ რადგან "ყველაფერს აქვს თავის საზღვარი", ბობოხიძე ოპოზიციის გამოსვლებით გაკვირვებულია.

InterPressNews.Geაკაკი ბობოხიძეს ესმის, რომ თარგამაძეს სურს, საქართველოს დელეგაციის პოზიციების არ იყოს არც ძალიან ხისტი და არც ძალიან დამთმობი, მაგრამ აინტერესებს, სად გადის ზღვარი ძალიან სიხისტესა და ძალიან დათმობას შორის.

ბობოხიძე დაწრმუნებულია, რომ რაც უნდა გადაწყვტოს საქართველოს დელეგაციამ, "ქრისტიან-დემოკრატების" მას მაინც ან ძალიან ხისტ პოზიციად შეაფასებენ ან ძალიან დამთმობად.

"ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლება ჩააყენოს ნურც გაფრინდების და მოფრინდების პოზიციაში", – დასძინა ბობოხიძემ.

P.S. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების მეთორემეტი მუხლის თანახმად, ორგანიზაციაში ინტერგარციისთვის ყველა ახალ წევრს სრული თანხმობა სჭირდება. საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთი ვმო-ში ვერ შევა.InterPressNews.Ge პოლიტიკური მოთხოვნები აკრძალულია, მოლაპარაკების საგანია მხოლოდ ეკონომიკა – ამასაც ორაგანიზაციის წესდება მოითხოვს.

რუსული მხარე, მათ შორის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი, ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ მოსკოვის ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი 2011 წლის გაზაფხულზე დასრულდება. . .

სოფო ბერიძე

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას