გაზეთ "სიტყვა და საქმეს" 14 წელი შეუსრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაზეთის ხელმძღვანელობაში განუცხადეს, 14 წლის წინანდელი იდეა , მსგავსი ტიპის გაზეთი გამოსულიყო, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
გაზეთი თავდაპირველად ერთნაწილიანი, 8-გვერდიანი იყო და კვირაში ერთხელ გამოდიოდა.
დღეს გაზეთი სამი ნაწილისგან შედგება, 64-გვერდიანია და, კვირის გარდა, ყოველ დღე გამოდის.
გაზეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ "სიტყვა და საქმე" ქართულ ბაზარზე კონკურენტგარეშეა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"