24 ივნისიდან „მაგთი“ როუმინგის განახლებულ ინტერნეტპაკეტებს გთავაზობთ. „როუმერით“ სარგებლობა 40-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი და მისი ფასი 9 ლარიდან იწყება.
ზაფხულში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. მოგზაურობის დაგეგმვისას კი უმნიშვნელოვანესია საიმედო და უწყვეტი ინტერნეტკავშირი, რომელიც ყოველდღიურ გეგმებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
დღეს თითქმის ყველა აქტივობა ინტერნეტზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ მოგზაურებმა ინტერნეტპაკეტების არჩევისას უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის:
მაგთის „როუმერის“ სერვისი სწორედ ამ ფაქტორებს პასუხობს:
„როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი მოცულობის, ვადის და ღირებულების პაკეტი. ყველა მოცულობისა და ხანგრძლივობის პაკეტის ტარიფი საგრძნობლად დაბალია. აპლიკაცია MyMagti-დან სასურველი ინტერნეტპაკეტის შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას.
ინტერნეტპაკეტის ჩართვა მომხმარებელს საკუთარ ნომერზევე შეუძლია, რაც თავიდან ააცილებს ზედმეტ დისკომფორტს და დროის ხარჯვას.
მაგთის ოპერატორი ყოველთვის და ყველა წერტილიდან ხელმისაწვდომია და, ავტომოპასუხის სტანდარტული გზავნილების ნაცვლად, რეალურ დახმარებას უწევს მოგზაურებს.
მაგთის მომხმარებლებს უცხოეთში როუმინგული სერვისებით სარგებლობისას, ნებისმიერ დროს შეუძლიათ:
„ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უცხოელ როუმერ პარტნიორებთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, მოგზაური მომხმარებლებისთვის ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო პირობები შეეთავაზებინა“, - აცხადებენ მაგთიკომში.
„როუმერის“ განახლებული ინტერნეტპაკეტების არჩევა მოქმედების ვადისა და მოცულობის მიხედვითაა შესაძლებელი:
1 000 მბ - 9 ლარი (7 დღე)
2 000 მბ - 15 ლარი (14 დღე)
4 000 მბ - 25 ლარი (14 დღე)
10 000 მბ - 55 ლარი (30 დღე)
თუ მოგზაურობას გეგმავთ, წინასწარ გაეცანით დეტალურ ინფორმაციას ქვეყნებისა და ოპერატორების შესახებ ვებგვერდზე: www.magticom.ge/roamer და შეიძინეთ „როუმერის“ განახლებული ინტერნეტპაკეტები, რომლის იმედად 40-ზე მეტ ქვეყანაში წახვალთ.
გაიყოლეთ მეგზურად მაგთი!
https://www.magticom.ge/ka/roamer
(R)