Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს

სატრანსპორტო და დელივერის სერვისების კომპანია Yandex Go აფართოებს საკვების მიტანის სერვისს და მას ბათუმშიც ამატებს. მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ საკვების შეკვეთა აპლიკაციიდან და მისი მიღება სახლსა თუ ოფისში, საშუალოდ 30 წუთში.

სერვისს უკვე შეუერთდნენ როგორც საერთაშორისო ქსელები, ისე ადგილობრივი ობიექტები. პარტნიორებს შორისაა Wendy’s, Dunkin Donuts, Subway, Pizza Hut, Aromi Italiani, და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები – Meama და One Price. Yandex Go იუწყება, რომ პარტნიორების სია ეტაპობრივად გაფართოვდება.

მომხმარებლებს შეკვეთის გაკეთება შეუძლიათ Yandex Go აპლიკაციის საკვების განყოფილებაში. სერვისი იყენებს ალგორითმებს, რომლებიც აანალიზებენ რესტორნების მდებარეობასა და გზების მდგომარეობას, რათა კურიერებმა შეკვეთები სწრაფად და ეფექტიანად მიიტანონ. კურიერები გადაადგილდებიან როგორც ფეხით, ისე მანქანებით — მანძილისა და საცობების გათვალისწინებით.

Yandex Go აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში დააკვირდნენ შეკვეთის სტატუსს და კურიერის ლოკაციას.

განსაკუთრებული აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს, ვინც 24 ლარზე მეტის შეკვეთას განათავსებენ, შეუძლიათ ისარგებლონ 12 ლარის ფასდაკლებით. ამისთვის საჭიროა პრომო კოდის — GO12 გამოყენება გადახდამდე.

Yandex Go საქართველოს მასშტაბით საკვების მიტანის გეოგრაფიას ეტაპობრივად აფართოებს და გეგმავს სერვისის სხვა ქალაქებში ამოქმედებასაც.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს