საგარეო უწყება დე ფაქტო აფხაზეთის სპეცრაზმში რუსი ოფიცრების მსახურობის ფაქტს მორიგ პროვოკაციას უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში რუსი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მსახურობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სახეზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციისკენ მიმართული მორიგი პროვოკაციული ქმედება.

"არ კმაყოფილდება რა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. სამხედრო ბაზების და შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებით, ამჯერად, კრემლი თავის სამხედრო ყოფნას ზრდის ე.წ. "აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის" საფარქვეშ, ხოლო ამ დამატებითი ქვედანაყოფის მატერიალურ უზრუნველყოფასაც მოსკოვი ფედერალური ბიუჯეტიდან განახორციელებს", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრემლის ნებისმიერი მცდელობა ამა თუ იმ ფორმით ლეგიტიმური გახადოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მარცხისათვის არის განწირული და სრული დეოკუპაციის პროცესის დაწყება გარდაუვალია.

რუსული ინტერნეტგამოცემა "ლიფე ნეწს"-მა გაავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში სამსახურში იღებს რუს ოფიცრებს და ჯარისკაცებს. წყაროების ცნობით, დაქირავებულების ხელფასი განსაზღვრულია 50 000 რუსული რუბლის, დაახლოებით 1800 დოლარის ოდენობით, ხოლო მათი რიცხვი 500-ს აღწევს. ამასთან, როგორც რუსული მედია იუწყება, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ აფხაზეთს არ გააჩნია სახსრები, რათა ასეთი თანხა გადაუხადოს დაქირავებულებს, მათ სპონსორობას რუსეთის ბიუჯეტი გაუწევს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე