„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე

თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით მასშტაბური სამშენებლო პროექტი ხორციელდება. „მაქრო დეველოპმენტი“ 100 000 კვადრატული მეტრის ფართობზე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, „მაქრო სითი თბილისს“ აშენებს.

პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ფეხით 5 წუთის სავალზეა, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე“ მისასვლელად ავტომობილით 5 წუთია საჭირო საჭირო. აეროპორტის მიმართულებით გადაადგილებაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტი საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს.

საცხოვრებელი კომპლექსი „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეებს ყოველდღიური საჭიროებების დიდი ნაწილის დაკმაყოფილება კომპლექსის ფარგლებშივე შეეძლებათ. ეს მიდგომა იმითაა განპირობებული, რომ დედაქალაქში გადაადგილება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. როდესაც საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი სივრცეები ერთ ტერიტორიაზეა თავმოყრილი, ადამიანი ნაკლებად ხდება დამოკიდებული ტრანსპორტზე და დროის მართვასაც უკეთესად ახერხებს.

პროექტი ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამსა და კალათბურთის ორ მოედანს მოიცავს. ამასთანავე, მოეწყობა როგორც დახურული, ისე ღია ფიტნესდარბაზები, სარბენი ბილიკები და ველოტრასები. ოჯახებისთვის კი კომპლექსში საბავშვო ბაღი და გასართობი სივრცეებია დაგეგმილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მაქრო სითი თბილისის“ ფარგლებში დედაქალაქში პირველად იქნება წარმოდგენილი შვეიცარიული ბრენდი Mövenpick Living. ამ პარტნიორობის შედეგად კომპლექსის ტერიტორიაზე სასტუმრო და რეზიდენცია განთავსდება. საერთაშორისო ბრენდის ჩართულობა პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

კომპლექსში სხვადასხვა ტიპის ბინებია წარმოდგენილი, მათ შორისაა სტანდარტული დაგეგმარების მქონე, ტერასით ან კერძო ეზოთი. ფართები 46 კვადრატული მეტრიდან იწყება, ოთახების რაოდენობა კი ორიდან ოთხამდეა. ბინები მფლობელებს სრულად გარემონტებული გადაეცემათ, რაც შეღებილ კედლებს, დაგებულ ლამინატსა და მოწყობილ სველ წერტილებს მოიცავს. გარდა ამისა, ყველა ბინაში დაგხვდებათ იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ალუმინის კარ-ფანჯარა და ჩაშენებული სამზარეულოს ტექნიკა.

ერთიან გადახდასთან ერთად, ბინის შეძენა შიდა უპროცენტო განვადებითაც არის შესაძლებელი. მყიდველს საწყისი შენატანის სახით თანხის მხოლოდ ნაწილის დაფარვა უწევს, დანარჩენი კი ინდივიდუალურად შედგენილ გრაფიკზე ნაწილდება.

„მაქრო დეველოპმენტი“ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი პროექტითაა ცნობილი, მათ შორისაა „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“. ამ პროექტებში კომპანიამ ეკოლოგიური მიდგომები დანერგა და „ქალაქი ქალაქში“ პრინციპით საცხოვრებელი გარემო შექმნა. ანალოგიური მიდგომა „მაქრო სითი თბილისის“ შემთხვევაშიც ნარჩუნდება.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი