„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო, რომელიც ავტოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პროექტის პრეზენტაცია 22 აპრილს გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მრბოლელთა პროფესიულ განვითარებასა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას, ასევე მრბოლელების საავტომობილო შეჯიბრებების მხარდაჭერასა და მათ საერთაშორისო თუ ადგილობრივ წარმატებაზე ზრუნვას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი ინოვაციური პლატფორმები, რომლებიც ავტოსპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
როგორც „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, „ვისოლი“ აქტიურად არის ჩართული ავტოსპორტის განვითარებასა და მრბოლელების პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაში.
„ვისოლი“ 2012 წლიდან ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთან ერთად დაიწყო სპორტული კარიერა დღეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ტიტულოვანმა მრბოლელებმა. „ვისოლთან“ ერთად განვითარდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობუილო შეიბრი King of Drift-იც და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ავტოსპორტი კიდევ უფრო პოპულარულ სპორტად ვაქციოთ ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ერთადერთი ქართული ბრენდი ვართ ნავთობბაზარზე, რომელიც უკვე 26 წელია ზრუნავს საქართველოში უახლესი სტანდარტების დამკვიდრებას როგორც საწვავი პროდუქტის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხით. ჩვენ გვეამაყება, რომ ყველაზე წარმატებული ავტომრბოლელები სწორედ ჩვენი საწვავით ავლენენ თავიანთი ავტომობილების შესაძლებლობების მაქსიმუმს საქართველოშიც და ბრწყინავენ უკვე საერთაშორისო პოდიუმებზეც.

დღევანდელი დღე ემსახურება მრბოლელების პოპულარიზაციას, მათ შრომას, ღვაწლს, რომელსაც ისინი წევენ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევების დასახვეწად. მოგეხსენებათ, რომ ფინანსური მხარდაჭერა და სპონსორი ის საშუალებაა, რომელიც მათ ნიჭს კიდევ უფრო გაუხსნის ხელ-ფეხს და ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ უფრო კარგ შედეგებს მიგვაღებინებს”, - განაცხადა ვასილ ხორავამ.
„გზა შენია“კამპანია მრავალშრიანი პლატფორმაა. ერთ-ერთი მთავარი რგოლი „ვისოლის“ YouTube არხი და ცნობილ მრბოლელთან, დათა ქაჯაიასთან ერთად შექმნილი „სუპერ ტესტია“, რომელიც ავტოსპორტის მოყვარულებისთვის საინტერესო მედიაპროდუქტია და რომლიდანაც სარბოლო გამოცდილებასა და ტექნიკურ დეტალებზე უამრავ საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება.
კამპანიის „გზა შენია“ პრეზენტაციაზე „ვისოლმა“ მრბოლელთა გუნდი წარმოადგინა, რომელიც ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის ხუთი გამორჩეული სპორტსმენისგან არის დაკომპლექტებული.
„გზა შენია“ კამპანიის ინსპირაცია იმ ფილოსოფიიდან მოდის, რომელსაც „ვისოლი“ როგორც ბრენდი ატარებს – ჩვენ არ ვართ მხოლოდ საწვავის მომწოდებელი, ჩვენ ვქმნით გარემოს და გზაზე ყოფნის სრულფასოვან ეკოსისტემას. მნიშვნელობა არ აქვს, რეკორდებს ამყარებ თუ ყოველდღიურ მარშრუტს გადიხარ, „ვისოლი“ ის თანამგზავრია, რომელიც საჭირო ენერგიას გაძლევს და გიმარტივებს პროცესს. ჩვენი გზავნილიც მარტივია: შენი გზა ინდივიდუალურია, ჩვენ კი ვქმნით პირობებს, რომ ის წარმატებული და კომფორტული იყოს. YouTube არხის შექმნაც ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ავტოსპორტი ძალიან დინამიკურია და ახალი პლატფორმით მოვიხსენით დროისა და ფორმატის შეზღუდვები. გვსურს, ეს არხი დროთა განმავლობაში სრულფასოვან მედიაპლატფორმად იქცეს ამ სფეროს მოყვარულთათვის. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია უცვლელია – „ვისოლი“ რჩება ბრენდად, რომელიც არა მხოლოდ სპონსორია, არამედ სისტემურად ავითარებს ამ ავტოსფეროს და აკავშირებს მას ტექნოლოგიებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გზასთან“, - განაცხადა „ვისოლისა“ და „სმარტის’ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ჯაბა ბოკუჩავამ.

„ვისოლის“ მრბოლელთა გუნდი იმ სპორტსმენებს აერთიანებს, რომლებმაც ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს და სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებულები და გამორჩეული მოასპარეზეები არიან:
“კამპანია “გზა შენია” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. “ვისოლმა” ავტოსპორტული გუნდი შექმნა და მსგავსი რამ ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მეტ მოტივაციას აძლევს და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება შედეგებზე. მადლობა “ვისოლს” იმისთვის, რომ ფინანსურად და არა მხოლოდ ფინანსურად უკვე წლებია, გვერდში გვიდგას. დარწმუნებული ვარ, სასურველი შედეგებიც დროსთან ერთად მოვა და კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება”, - აღნიშნა მოტოსპორტსმენმა, გიორგი გახელაძემ.
ავტომრბოლელ სანდრო ფოფხაძის განცხადებით, 25-26 აპრილს King of Drift-ის 2026 წლის სეზონის გახსნაა, რომელშიც სწორედ “გზა შენიას” დრიფტერის ეგიდით მიიღებს მონაწილეობას. ის ავტომრბოლელ გიორგი კოდუასთან ერთად “ვისოლის” სახელით იასპარეზებს.
“ვისოლი” ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი სპორტის განვითარებაში, კონკრეტულად, დრიფტის სახეობაში ძალიან გვიდგას გვერდში და ეს კამპანიაც ამიტომ არის წამოწყებული, რომ უფრო გავიზარდოთ და უფრო დიდი მიღწევებისკენ ერთად გავიაროთ ის რთული გზა, რაც ამ შაბათ-კვირას გვეწყება და ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ამ რთულ გზაზე “ვისოლი” ჩემს გვერდით არის”, - განაცხადა დრიფტერმა სანდრო ფოფხაძემ.
“გზა შენია” კამპანია მოიცავს „ვისოლის“ ახალგაზრდა მრბოლელთა გუნდის მხარდაჭერას, ბრენდირებულ სარბოლო იდენტობას, გარე რეკლამას, ციფრულ პლატფორმებსა და სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა შორის ყველაზე მსხვილი და მრავალწლიანი პროექტი King of Drift-ია. „ვისოლი“ საქართველოში ფორმულა 1-ის საერთაშორისო რბოლების ტრანსლაციის სპონსორიცაა.
(R)