აფხაზეთში ებრაული კომპანიის ხელმძღვანელების ჩასვლას ექსპერტები ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შედეგად მიიჩნევენ

აფხაზეთში ებრაული კომპანიის Global CST-ს ხელმძღვანელების ჩასვლას თბილისში საქართველო-ისრაელის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბვის შედეგად მიიჩნევენ. ამგვარი შეფასება "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ქართველმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა დააფიქსირეს.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ებრაული მხარის ამგვარი ნაბიჯის მოტივი, შესაძლოა, სწორედ საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას უკავშირდებოდეს და საქართველოს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

"ისრაელი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ასე დაუდევრად მოეპყრო. ეს ბრძოლას და საკუთარი ინტერესების დაცვას შეჩვეული ქვეყანაა. ქართულ მხარეს ამ ფაქტზე რეაგირებისთვის ისრაელის ხელისუფლებისთვის მიმართვაც გაუჭირდება. რა ლოგიკით უნდა მიმართო ქვეყანას დახმარებისთვის, როცა თავად ამ ქვეყნის მომართვა არაფრად ჩააგდე. ან კი რომელი საერთაშორისო გაერთიანებების იმედზე უნდა ვიყოთ – სადაც ებრაელების სიჭარბეა? ებრაელები ხომ მხოლოდ ისრაელში არ არიან კონცენტრირებულნი, ისინი გავლენიანი პირები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, აშშ-სა და ევროპის ბიზნესწრეებშიც. ისრაელის ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა გადაედება მთელ ამ სივრცეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით კი, აფხაზეთთან ებრაული კომპანიის თანამშრომლობის გეგმები გამომწვევი ნაბიჯია და ამ სახით ისრაელი საქართველოს არასწორი პოლიტიკის გამო სჯის.

"მაინც მიმაჩნია, რომ ეს არ გადავა პოლიტიკურ ნაბიჯებში და მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით და საქართველოს გაღიზიანების მცდელობებით შემოიფარგლება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ებრაული კომპანია Global CST სოხუმის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიყიდვას აპირებს. ამ მიზნით კომპანიის ხელმძღვანელები გუშინ მოსკოვში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდნენ. მოგვიანებით კი შვიდწევრიანი დელეგაცია სოხუმშიც ჩავიდა, სადაც აღნიშნულ საკითხს დე-ფაქტო პრემერიერთან სერგეი შამბასთან და თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიასთან განიხილავენ.

თუმცა როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა იცხაკ გერბერგმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისრაელის პოლიტიკა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ნათელია.

"ჩვენი არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას და არ ვაპირებთ მათთვის რაიმე იარაღის მიყიდვას. შესაძლოა, რომელიმე კერძო ბიზნესმენი ჩავიდა იქ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მთავრობის სახელით ილაპარაკონ. ვიმეორებ, მათთვის იარაღის მიყიდვას არ ვაპირებთ", - განაცხადა ელჩმა.

იცხაკ გერბერგისვე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საელჩოში ბევრმა ადამიანმა დარეკა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება