The Huffington Post - საქართველო - ავტორიტარული სახელმწიფო ლიბერტარიანულ სამოსში

თუკი ამერიკა "აბსოლუტური იდეალია", როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, უნდა მიბაძოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სინგაპურის კონტროლირებულ ეკონომიკასა და საზოგადოებას?_ ამ კითხვას ამერიკული ინტერნეტ-გაზეთ The Huffington Post-ში "სოლიდარობის ცენტრის" აზია-ევროპის პროექტების დირექტორი ტიმოთი რაიანი სვამს. ცენტრი ქვეყნებში მშრომელებს დემოკრატიული კავშირების მშენებლობასა და მშრომელთა უფლებების მხარდაჭერაში ეხმარება. სტატიის "ვარდისფერი სათვალით დანახული საქართველო" ქართულ ვერსიას Foreighnpress.ge აქვეყნებს.

რაიანი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა საჯაროდ აქებს შეერთებულ შტატებს, ის, როგორც სჩანს, საკუთარ თავს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით სინგაპურთან აიგივებს, ერთპარტიულ სახელმწიფოსთან, რომელსაც ხელისუფლების დასაბალანსებლად არ გააჩნია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მისი ოპოზიცია სიმბოლური და არაეფექტურია.

"სინამდვილეში მთავრობა მუდმივად ლახავს მშრომელი ქალების და მამაკაცების საბაზისო დემოკრატიულ უფლებებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, საქართველო ერთადერთია, რომლის პროფესიული კავშირების ფედერაციამ, სადაც ერთ დროს მთავრობა დომინირებდა, საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინა და შეეცადა მართლაც დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი შრომითი ორგანიზაცია გამხდარიყო, თუმცა დემოკრატიის ეს კონკრეტული გამოვლინება, როგორც სჩანს, სააკაშვილის მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და პროფკავშირების განადგურების მიზნით ამ პროცესში ჩარევა დაიწყო", _ წერს The Huffington Post.

ტიმოთი რაიანი აღნიშნავს, რომ ეკონომიკურად, საქართველომ განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით შექება დაიმსახურა, თუმცა ამ რეფორმების კურსი მკვეთრად ლიბერტარიანული იყო, რის გამოც ქვეყანა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდა. მან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გარდაქმნა საკუთარი საინვესტიციო კანონები (მაგალითად, უცხოური კაპიტალი იღვრება სამშენებლო პროექტებში შავი ზღვის სანაპიროზე), მოახდინა კომუნალური მომსახურების პრივატიზაცია, ისეთის როგორიცაა ჯანდაცვა (რამაც ისედაც ცუდი ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო გააუარესა) და განახორციელა შრომითი კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც დასაქმებულები ფაქტობრივად უუფლებოდ დატოვა.

"საქართველოს ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად ის ყოფილ მოკავშირეებში სულ უფრო მეტ გაუცხოვებას იწვევს. 21 მარტს "ღია საზოგადოების ინსტიტუტში" გამართულ სემინარზე, საქართველოს ევროკავშირში მისწრაფების სურვილთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ განაცხადა, "ჩვენ არანაირი პროგრესი არა გვაქვს. აქ არის პრობლემები მედიის თავისუფლების მხრივ, მშრომელების და პროფესიული კავშირების აბსოლუტური უგულებელყოფა… ეს ყველაფერი ნეო-ბოლშევიკურ სახელმწიფოს ჰგავს, სადაც არანაირი თავისუფლება არ არის", _ რაიანი ფურნიეს განცხადებას იხსენებს.

The Huffington Post აღნიშნავს, რომ 2006 წელს საქართველომ მიიღო დრაკონული შრომის კოდექსი, რამაც პირდაპირ ხელყო მშრომელთა უფლებები. ის მკვეთრად გააკრიტიკა შრომითი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სფეროში გაერო-ს საექსპერტო სტრუქტურამ "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ" (ILO – International Labor Organization). 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მთელი ძალით შეუტია საქართველოს პროფკავშირების კონფედერაციას (GTUC) და ბევრ მის ფილიალს, მათ შორის ყველაზე დიდ საქართველოს განათლების და მეცნიერების თავისუფალ პროფკავშირებს (ESFTUG). პედაგოგთა კავშირი საქართველოს მშრომელთა მოძრაობის ნახევარს შეადგენს. საჯარო სექტორში (მაგალითად, რკინიგზა, საავადმყოფოები და სკოლები), მთავრობა ცდილობს ადამიანების დაშინებას, რათა მათ უარი თქვან პროფკავშირების წევრობაზე და მათ დაფინანსების წყაროებს უკეტავს. ზოგიერთ შემთხვევაში, მთავრობა იმდენად შორს წავიდა, რომ დაბლოკა დაფინანსების ნებაყოფლობითი გადარიცხვა კავშირის წევრების ინდივიდუალური საბანკო ანგარიშებიდან კავშირის ანგარიშზე, ამგვარად ის აკონტროლებს იმას, თუ როგორ ხარჯავენ საკუთარ ფულს ქვეყნის ცალკეული მოქალაქეები. პედაგოგების შემთხვევაში ეს ფული მათი ხელფასია, რომელიც თვეში დაახლოებით 100$-ს შეადგენს", _ წერს ტიმოთი რაიანი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში