საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება შაბათ-კვირასაც შესაძლებელი გახდა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი სერვისის თანახმად, ძველი თბილისის ტერიტორიული სამსახურის სპეციალური ჯგუფები უქმე დღეებში იმუშავებენ და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მსურველებს დოკუმენტს იმავე დღესვე დაუმზადებენ.
პასპორტის გაცემა დაჩქარებული წესით – იმავე დღეს მოხდება. მოქალაქეების მიღება იწარმოებს 10:00-დან 17:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
ბიომეტრული პასპორტის ასაღებად ან შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობა (დედანი); ორი ფერადი ბიო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში); პასპორტზე დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი - 205 ლარი. პასპორტის შეცვლის შემთხვევაში კი - ძველი პასპორტი.
უახლოეს მომავალში, აღნიშნულ სამსახურში, ეტაპობრივად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კომპეტენციაში შემავალი სხვა მომსახურებების მიღებაც გახდება შესაძლებელი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"