ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ იმედა დარსალიას ოპერატორს კამერის გათიშვა საკმაოდ უხეში ფორმებით "ურჩიეს". დაპირისპირება სერიოზულ შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტუაცია კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც იმედა დარსალიამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ იგი ნანა ლეჟავას გადაცემიდან იყო.

აღნიშნული ინციდენტის გადაღების შეწყვეტა ურჩიეს "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტებსაც. აქციის მონაწილეებმა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებს კამერების გათიშვა ასევე საკმაოდ უხეში ფორმებით მოსთხოვეს და მათ "მანდაუშკებიც" კი უწოდეს. "გათიშეთ კამერები და წადით სახლში, რას გდიხართ აქ!",-მიმართეს მომიტინგეებმა ჟურნალისტებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში