ილიკო სუხიშვილი - 26 მაისს "ხორუმის" ცეკვაზე უარი ჩვენი გადაწყვეტილება იყო

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე "ხორუმის" ცეკვაზე უარის თქმა ჩვენი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ერთ- ერთმა ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა განუცხადა.

"26 მაისის ღამით თავისუფლების მოედანზე უბედურება მოხდა და იქ ცეკვის საშუალება აღარ იყო. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ. როგორ უნდა გამოვსულიყავით აღლუმზე, როდესაც იქ ხალხი დაიღუპა",- განაცხადა სუხიშვილმა.

"ინტერსპესნიუსის" კითხვაზე, რატომ მივიდა ანსამბლი თავისუფლების მოედანზე, თუ იქ "ხორუმის" ცეკვას აღარ აპირებდნენ, სუხიშვილმა გვიპასუხა, რომ ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს უნდა ვკითხოთ.

"ამ კითხვით მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს, ისინი უკეთესად გიპასუხებენ"- განაცხადა ილიკო სიუხიშვილმა. InterPressNews.Ge

26 მაისის აღლმზე "ხორუმის" შესრულება აღლუმის ოფიციალურ პროგრამაში იყო ჩასმული. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ხორუმის" შეუსრულებლობა საქართველოს პრეზიდენტის სურვილი იყო, რაც 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

დღესვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვერსია, რომ ანსამბლმა ნომრის შესრულება გააპროტესტა. გავრცელდა ფოტოც, რომელზეც, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ასახულია, როგორ გაჰყვათ ხელკავით ანსამბლის ერთ-ერთ წევრი აღლუმის ტერიტორიიდან.

ვიდეო

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს