„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება

„მომავალი თქვენია“ პროექტის ფარგლებში - „გალფის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, 20 სტუდენტი აფხაზეთიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონტზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს, ქალაქ დორტმუნდში პირველ ისტორიულ მატჩზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.

სტუდენტების უმრავლესობა პირველად დატოვებს ქვეყნის საზღვრებს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად დაესწრებიან საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მათ მეგზურობას გაუწევენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია. სტუდენტებთან ერთად, ასევე, მატჩს დაესწრება UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი.

“ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ ახალგაზრდებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათი ცხოვრების ერთერთ დასამახსოვრებელ ისტორიულ მოვლენაში შევიტანოთ პატარა წვლილი.” - აცხადებს კომპანია გალფის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე. ინიციატივა ხორციელდება კომპანია გალფის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის “მომავალი თქვენია” ფარგლებში.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს