BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

BTU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი აკრედიტაცია ოფიციალურად მიენიჭა. პროგრამის განახლებული სტატუსი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე 2 კვირის ვადაში აისახება და სტატუსი „აკრედიტებულით“ შეიცვლება. პროგრამის განხორციელება კი 2024-2025 სასწავლო წლიდან დაიწყება. პირველ სასწავლო წელს დაგეგმილია 100 სტუდენტის ჩარიცხვა. სასწავლო პროგრამის წლიური საფასური 2950 ლარი იქნება.

BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას მისცემს. მაღალი დონის თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობაში იქნებიან ჩართული. პირველივე კურსიდან დაიწყება: ხელოვნური ინტელექტის, Big Data ანალიტიკის, Python-ის, მანქანური სწავლების, მონაცემთა სტრუქტურების და ალგორითმების, ბუნებრივი ენის დამუშავების, (NLP) მონაცემთა მეცნიერების, რობოტიკის საწყისების შესწავლა. აღსანიშნავია, რომ BTU-ს Microsoft Lab, მსურველებს ხელოვნური ინტელექტის ცალკეული მოდულების მიმართულებით, Microsoft-ის საერთაშორისო სერტიფიცირებასაც გაატარებს. AI Lab-ის სერვისებს კი სტუდენტები სრული დაფინანსებით მიიღებენ.

პროგრამის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ისინი სრული დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტში გამგზავრებიან, სადაც ბოლო სასწავლო წელს გაატარებენ და BTU-ს დიპლომის პარალელურად, მეორე, საერთაშორისო დიპლომს მოიპოვებენ. ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Zwickau University of Applied Sciences). სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და სასწავლო დაწესებულებების პარტნიორია. შედეგად, 2024-2025 სასწავლო წლიდან AI-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

მოიპოვონ საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატები;

სრულად დაუფინანსდეთ გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, იტალიასა და ლიეტუვაში;

მიიღონ სრული დაფინანსება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან;

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ლექტორებისგან მიიღონ სფეროში უახლესი ცოდნა;

სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებშიგაიარონ სტაჟირება;

მსოფლიოს მოწინავე კორპორაციებთან ერთად დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე შესთავაზებს ჰაკათონებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას; წვდომას ტექნოლოგიურ ლაბებთან: AI, Microsoft, Android & iOS, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ინდუსტრია 4.0 და სხვა; კარიერული განვითარების ცენტრის ინდივიდუალურ სერვისებს, როგორიცაა: ნეთვორქინგის სესიები, ფრილანსინგის ტრენინგები, CV-ის შედგენა და სიმულაციური გასაუბრებები; სტუდენტური სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობას; სრულ წვდომას საუკეთესო საბიბლიოთეკო ფონდთან, ელექტრონულ რესურსებთან, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან; მუდმივად განახლებად, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ სილაბუსსა და საინტერესო საგნებს.

BTU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხდება. აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა ან ფიზიკა. პროგრამის დასრულების შემდეგ კი კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის კვალიფიკაციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო. BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა, მრავალფეროვან სექტორებს ფარავს, ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა. გენერირებულ სასწავლო პროდუქტებს შორისაა სტატიები, კვლევები, ტრენინგები, წიგნები, პოდკასტები, AI ლექტორი და ა.შ. რომლებიც არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო