საქართველოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვის სამინისტრო, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში პარტნიორ არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციებთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს.

ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გარემოსდაცვით თემაზე ყოფილი "ცეკავშირის" შენობის გარშემო ღობეს მოხატავენ. პარალელურად, მოძრაობის თეატრის მსახიობების და მუსიკოსების საზაფხულო შოუ მოეწყობა.

აქციაში გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და საქარველოში გაერო-ს მუდმივ წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ "მწვანე კლუბის" წევრები, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის და "ფუტკრის სახლის" მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ფუტკრის და დინოზავრის ფორმებში იქნებიან გამოწყობილები.

ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად დაურიგდებათ მაისურები წარწერით - "5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა."

ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეაში კი ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართება - "სუფთა გარემო თქვენს სამსახურში". გამოფენა რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრ - REC-ის ორგანიზებით ტარდება, რომელშიც მონაწილეობას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც მიიღებს. გამოფენაზე 100 ნამუშევრიდან სამი საუკეთესოს ავტორს პრიზები გადაეცემათ.

დღის ბოლოს კი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დასკვნითი ოფიციალური საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს (დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს) სიტყვით გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე მიმართავს. სიტყვით გამოვლენ, ასევე, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ინიტა პაულოვიჩა და მოწვეული სტუმრები.

პარალელურად, მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას ფოტო-გამოფენა "ბავშვი და გარემო" მოეწყობა. საღამოს მუსიკალურად დავით ილურიძის ბენდი გააფორმებს.

ამასთან, მინისტრი გოგა ხაჩიძე და ინიტა პაულოვიჩა გარემოსდაცვით საკითხებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ნომინაციებში - "მწვანე კომპანია", "მწვანე გზა - მწვანე ცხოვრების წესისთვის" და "მწვანე ჟურნალისტები" - გამარჯვებულებს პრიზებს და სიგელებს გადასცემენ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე სადღესასწაულო ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე წელს 38-ედ აღინიშნება. გარემოს დაცვის დღედ 5 ივნისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება