პრეპარატ "პრეგაბალინის" რეალიზაცია 15 ივლისიდან გამკაცრდება

პრეპარატ "პრეგაბალინის" რეალიზაცია 15 ივლისიდან გამკაცრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსმა, თამაზ კვირკველიამ განუცხადა, საერთაშოისო დასახელების პრეპარატი "პრეგაბალინი" ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ I ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალში შეიტანა. შედეგად "პრეგაბალინი", რომელის სავაჭრო დასახელებაა "ლირიკა", შესაბამისი ნებართვის მქონე აფთიაქებში, მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება.

"აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ წამალს ნარკომანები აქტიურად მოიხმარდნენ და შეტყობინება აღნიშნულის შესახებ ნარკოლოგიის ინსტიტუტიდან მიიღეს. თავად პრეპარატი ეპილეფსიით დაავადებულების სამკურნალოდ გამოიყენება. სხვა შემთხვევაში კი, ჯანმრთელობაზე დიდი ზიანი მოაქვს",-აღნიშნა კვირკველიამ.

მისივე თქმით, სპეციალური ბრძანების გამოცემის შედეგადწამლის ქვეყანაში შემოტანისა და აღრიცხვის წესიც გამკაცრდა. დაწესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმაც, რომლის ოდენობა 1000 ლარიდან 10 ათას ლარამდეა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა