დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება - ნაგვის ფულს გადაიხდით შუქის ფულთან ერთად, ოღონდ არა ოჯახის წევრების რაოდენობის, არამედ გახარჯული კილოვატსაათების მიხედვით.
ფორმულა ასეთია: თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 5 თეთრზე გამრავლდება და ოჯახის მოსაკრებელიც ამის მიხედვით განისაზღვრება.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერიას ინიციტიავს უწუნებენ. ოპოზიციისგან განხვავებით, "ნაციონალური მოძრაობა" დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დადებით მხარეებზე საუბრობს. მმართველი გუნდი იწმუნება, რომ ქალაქის უდიდეს ნაწილს დასუფთავების გადასახადი გაზრდის ნაცვლად გაუიაფდება.
გადახდის ახალი სისტემა მთავრობის ახალ სიურპრიზად მიაჩნია მოსახლეობას.
თბილისის მერიის ახალი ინიციტივის განხილვას საკრებულო თვის ბოლომდე გამართავს. თვის ბოლოსთვის გაირკვევა, რა კავშირი აქვს კილოვატებს ნაგავთან და მომხმარებლისთვის ახალი წესი გადასახადის გაძვირებაა თუ - გაიაფდება.
ამ თემით "პალიტრა tv" დაინტერესდა.