ხათუნა კალმახელიძე უარყოფს, რომ სასტუმრო "აფხაზეთი" მისმა ძმამ შეიძინა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასტუმრო "აფხაზეთი", საიდანაც დევნილების გამოსახლება იგეგმება, მისმა ძმამ შეიძინა. როგორც კალმახელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მას ძმა საერთოდ არ ყავს.

"სამწუხაროდ, მე საერთოდ არ მყავს ძმა. იმედია, ჭორებს არ დაუჯერებთ", - განაცხადა კალმახელიძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ობიექტი 2011 წლის 26 ივლისს შპს "ველაჯიომ" შეიძინა.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მითითებულია, რომ "ველაჯიოს" წარმომადგენელია ლევან კალმახელიძე.

გაზეთი "რეზონანსი" სასტუმროში მცხოვრები დევნილების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ლევან კალმახელიძე სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრიეს, ხათუნა კალმახელიძის ძმაა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა